პორტფოლიოს გარეკანი
სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის სქემაში
ჩართული ............... (საგანი)
მასწავლებლის
(სახელი, გვარი)
პორტფოლიო
1. ანგარიშის ფორმა:
ტრენინგის, მასტერ-კლასის, სემინარისა
და კონფერენციის
წერილობითი ანგარიში
1. ანგარიშის ფორმა:
ანგარიში მოცულობა უნდა
იყოს 1100-1300 სიტყვის ფარგლებში.
ანგარიში წარმოდგენილი
უნდა იყოს sylfaen-ში 12 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1.5;
ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი ცნობა
ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ განმხორციელებელი ორგანიზაციიდან.
2. ანგარიშის შინაარსი:
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება
ტრენინგის, მასტერ-კლასის, სემინარისა და კონფერენციის
(შემდგომში „ღონისძიება“) დასახელება, ჩამტარებელი ორგანიზაცია, ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა.
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
ღონისძიების მიზანი და ამოცანა.
ნაწილი 3 - რეზიუმე
ამ ნაწილში განიხილეთ ღონისძიების რეზიუმე, რეზიუმე
მოკლედ უნდა აღწერდეს, როგორც ღონისძიების შინაარსის თითოეულ კომპონენტს, ასევე თქვენეულ
შეფასებას (მაქსიმუმ 450 სიტყვა)
შენიშვნა: ღონისძიების დღის წესრიგი დანართის სახით თან უნდა ერთვოდეს ანგარიშს.
ნაწილი 4 -
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
ამ ნაწილში გთხოვთ პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს:
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი? გთხოვთ
დააკონკრეტოთ
ღონისძიებაში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს
გამოცდილებას?
როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნასა და ახალ უნარებს
პედაგოგიურ პრაქტიკაში? გთხოვთ დააკონკრეტოთ
გეგმავთ თუ არა შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების
გაზიარებას კოლეგებისთვის და როგორ?
ხელმოწერა:
თარიღი:
გაკვეთილის
გეგმის სქემა
გაკვეთილის მთავარი თემა
გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ:
1. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით,
2. სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით,
3. სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით.
უმჯობესია, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოაყალიბოთ. შეკითხვის დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს.
სწავლების საფეხური
რომელ კლასში არიან მოსწავლეები?
მოსწავლეთა პროფილი
რამდენი მოსწავლეა
კლასში?
არის თუ არა
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის,
ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების
ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში?
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
რით არის ეს გაკვეთილი აქტუალური? როგორ შეუწყობს ეს გაკვეთილი ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? როგორ დაეხმარება ეს გაკვეთილი მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში? მომდევნო საკითხებზე დინამიურად გადასვლაში? ცოდნის ინტეგრირებაში?
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები?
რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან მოსწავლეები?
რა დამოკიდებულებები
ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს?
ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/მისაღწევ შედეგებს/სტანდარტებს პასუხობს გაკვეთილი?
წინასწარი ცოდნა
რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?
შეფასების საგანი და პროცედურები
როგორ დავადგენ მოსწავლეთა წარმატებას?
რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)?
რა ტიპის შეფასებას (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ნდივიდუალური,
ჯგუფური...) გამოვიყენებ?
რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები?
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლოთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს?
ხომ არ შემიძლია საკითხის დამუშავებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება? როგორ? რა ტექნიკა და დამხმარე ინსტრუმენტები დამჭირდება
(მაგ., კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი, კოლბა და ა.შ.)? რა კომპიუტერული პროგრამა
(მაგ., MS Word, PowerPoint და ა.შ.) დამჭირდება?
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
რა პედაგოგიური ცოდნა დამჭირდება?
რა აქტივობებს განვახორციელებ
სასწავლო მიზნის მისაღწევად? რა დროს დავუთმობ თითოეულ აქტივობას?
როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებას და წინარე ცოდნის გააქტიურებას?
როგორ მოვახერხებ ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაციას?
როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას?
როგორ მოვახდენ მოსწავლეების ორგანიზებას (ინდივიდუალური/ წყვილებში/ჯგუფებში/მთელ
კლასთან მუშაობა).
სასწავლო თემის ავტო
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
რაიონი
სკოლა
ქალაქი
თემის მონახაზი
თემის დასახელება
თემის აღწერა ან სრულყოფილი დასახელება
თემის
შინაარსი
მოკლედ, 3-5
წინადადებით, აღწერეთ თემატური საკითხები, ძირითადი აქტივობები, მოსწავლეთა
ნამუშევრები, მოსწავლის როლი და საპროექტო სცენარი.
საგანი
საგნობრივი ჩარჩო,
რომლის ფარგლებშიც გეგმავთ მოდულს
(ასახული სტანდარტებში, ამოცანებში, სასწავლო პროცედურებში)
აზროვნების ზედა
დონის უნარები
21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები
დონე/კლასი
მოსწავლეების,
სამიზნე ჯგუფის სასკოლო განათლების
საფეხური, კლასი
განხორციელების
დროის ჩარჩო
მაგალითად: 8 45წთ-იანი გაკვეთილი, 6
კვირა, 3 თვე და ა.შ.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
ჩასვით თქვენი
სტანდარტები ამ გრაფაში. კონკრეტული
თემისთვის სტანდარტების ნუსხის შემუშავების და რედაქტირების შემდეგ, სტანდარტების
საბოლოო სია პრიორიტეტების მიხედვით უნდა იყოს დაწყობილი. ყველა სტანდარტი მოდულზე
მუშაობის პროცესში უნდა იყოს მიღწეული.
მოსწავლეების
ამოცანები/სწავლის შედეგები
შეიტანეთ პრიორიტეტების
მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში
და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების
მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ფართო მნიშვნელობის მქონე კითხვა, რომელიც აკავშირებს რამდენიმე მოდულს თუ
საგნობრივ არეალს.
თემატური კითხვები
სახელმძღვანელო
კითხვები თქვენი თემისთვის.
შინაარსობრივი კითხვები
შინაარსობრივი ან
განმარტებითი კითხვები.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
აღწერეთ შეფასების
ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან
მუშაობისას იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის,
პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და
პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს),
ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს,
გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი
პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ
შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების
გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად
ხორციელდება.
|
სხვა
საკითხები
|
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
კონცეპტუალური ცოდნა
და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის
დასაწყისში
|
სასწავლო
პროცედურები
|
სასწავლო ციკლის
ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და
თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
აღწერეთ, რა სახის
დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო
სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები,
ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები,
სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც
გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც
მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა,
წერილობითი ტესტის ნაცვლად).
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
აღწერეთ დამატებითი
დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და
ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე
მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული
მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული
ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული
რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების
მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად,
შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი
გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
აღწერეთ სასწავლო
გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე,
მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული
დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია
დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში
გამოიყენებთ.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
||
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის
სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
ვებმისამართები
(URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის
მიზნების მიღწევას.
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
No comments:
Post a Comment