კათედრაზე
გამოცდილების გაზიარება
თვითშეფასების
ა ნ
გ ა რ ი შ ი
2013 წლის
15 ოქტომბერს სარეკომენდაციო შეხვედრა მქონდა
მონიტორინგის ჯგუფის წევრ ქალბატონ ლია ბერიძესთან, რომლისგანაც არაჩვეულებრივი რეკომენდაციები
მივიღე ჩემს მიერ სკოლაში განხორციელებული აქტივობების დოკუმენტირებასა და სხვა ჩემთვის
საჭირო და საინტერესო საკითხებზე. ამის შემდეგ
კოლეგები მუდმივად მისვამდნენ შეკითხვებს, თუ როგორ, რა ფორმით უნდა ეწარმოებინათ მასწავლებლის
პორტფოლიო. ამიტომ დავგეგმე კათედრაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით მომემზადებინა
პრეზენტაცია ამ თემაზე და არა მარტო საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებისთვის, არამედ
ყველა მსურველი პედაგოგისთვის შემეთავაზებინა ჩემი დახმარება. დავიწყე პრეზენტაცაზე
მუშაობა პროგრამაში–PowerPoint, რომლის შექმნაშიც ქალბატონი ლიას რეკომენდაციებთან
ერთად დამეხმარა სოფიკო ლობჟანიძის სტატიები. მოვიძიე სხვადასხვა სახის რესურსი, რომლებიც ჩემს კოლეგებს დახმარებას გაუწევდა და აგრეთვე შევქმენი
ორ გვერდიანი საინფორმაციო ბიულეტენი პრეზენტაციის ბოლოს დასარიგებლად.
2013 წლის
29 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე წარმოვადგინე ეს პრეზენტაცია.
სხდომას ესწრებოდნენ
როგორც საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები, ასევე სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.
პრეზენტაციის თემა: მასწავლებლის
პორტფოლიო
მიზანი:
პორტფოლიოს სწორად დოკუმენტირება
პრეზენტაციის
პირველ ნაწილში გავაცანი მათ პორტფოლიოს მნიშვნელობა და მასზე მუშაობის საფეხურები,
ხოლო შემდეგ ვრცლად ვისაუბრე რამდენიმე აქტივობის დოკუმენტირებაზე. (იხ. პრეზენტაცია)
შევეცადე
პრეზენტაცია საინტერესო და მასწავლებლების საჭიროებებზე ორიენტირებული ყოფილიყო. მსვლელობის
განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნანა დათაშვილი. მასაც ჰქონდა შეხვედრა მონიტორინგის
ჯგუფის წევრთან და თავისი შეხედულებები მანაც დააფიქსირა დისკუსიის დროს.
ყურადღება
გავამახვილე ელექტრონული პორტფოლიოს წარმოებაზე და მსმენელს შევთავაზე საკუთარი ელ.
პორტფოლიოს ნიმუში. შევეცადე ძალიან მარტივი მაგალითით მიმეხვედრებინა ისინი, რა სტილით
ვაწარმოებდი ჩემს ელ. პორტფოლიოს და როგორ ვახდენდი მასში დოკუმენტების დახარისხება–დაჯგუფებას.
მაგალითად:
ამავე დროს მათ ყოველ ნაბიჯზე ვახსენებდი, რომ ჩემს
მოსაზრებებს თავს არ ვახვევდი და ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, შეეძლოთ ინდივიდუალურად,
საკუთარი გემოვნებით, ორიგინალურად და შემოქმედებითად ეწარმოებინათ თავიანთი პორტფოლიო.
ბოლოს კი დავარიგე საინფორმაციო ბიულეტენები და სხვა დამხმარე რესურსები.
კათედრაზე
კოლეგები მუდმივად ვთანამშრომლობდით, მაგრამ ასეთი ფორმით გამოცდილების გაზიარება პირველად
განხორციელდა. მასწავლებლების მხრიდან პრეზენტაციას დადებითი შეფასება მიეცა, რაც ჩემთვის
დიდი სტიმულია ამგვარი აქტივობების შემდეგშიც და მრავალჯერ განხორციელებისთვის.
ვფიქრობ ეს შეხვედრა აუცილებლად შედეგიანი იქნება,
რადგან მასწავლებლებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, რომ პორტფოლიო მართლაც ჩვენი
,,სავიზიტო ბარათი“ უნდა იყოს და მასში თავმოყრილი
მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციით პორტფოლიოს პოტენციური მკითხველისთვის პოზიტიური მხარეების ჩვენება და მისი ორიგინალობა, მაღალი შეფასების გარანტიაა.
პრეზენტაციის მსვლელობისას გამოყენებული რესურსები:
კომპიუტრი პროექტორით, დაფა სქემების წარმოსადგენად.
სსიპ ქ. ახალციხის
№5 საჯარო სკოლის სქემაში ჩართული ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი
30.10.
2013 წელი